Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება
ambebi.ge
22 September 2017, 10:21
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტეპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფხოვის, ასათიანის, ჭანტურიას, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, გელათის, Advertisement არარატის, დუშეთის, არმაზის, ალაზნის და კლარჯეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ზნაკვის და ბუგეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2976 აბონენტს წილკანში, ერედაში, წეროვანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი